Posts

ამონარიდები დიადი წიგნებიდან

Image
მე შემოგთავაზებთ რამდენიმე საკმაოდ კარგ ამონარიდს დიადი წიგნებიდან,რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს წიგნიერების ისტორიაში... 1)მიხაილ ბულგაკოვი-ოსტატი და მარგარიტა "თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს 2)ონერო დე ბალზაკი-შაგრენის ტყავი “როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება.” 3)ოსკარ უაილდი-დორიან გრეის პორტრეტი "ჩვეულებრივი ადამიანები იცდიან, სანამ ცხოვრება თავის იდუმალებას თვით გადაშლის მათ წინაშე, მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ რჩეულთ აქვთ ბედნიერება, ეზიარონ მის საიდუმლოს ადრევე, ვიდრე თვით გადაიხსნის თვალშეუღწევეელ პირბადეს.ჟამთა ვითარებასი ამას, რა თქმა უნდა, ხელს უმართავს ხელოვნება.უმთავრესად კი ლიტერატურა, რომელიც თვალისუსწრაფესად მოქმედებს როგორც გრძნობებზე, ასევე გონებაზე"  4)ერიხ მარია რემარკი-ტრიუმფლაური თაღი "ადამიანი დიდია თავ...

უილიამ შექსპირის პირველი სონეტი

Image
"მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა, რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად, დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა, მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება. გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად, შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?! ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო! მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა, მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება, რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა, მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?! წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს, მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას."

წიგნის ძალა

Image
    წიგნი ესაა ცოდნის საუნჯე,რომელსაც ადამიანზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.ის გვეხმარება რთული მომენტების გადატანაში,გვასწავლის და გვამზადებს იმ მოვლენებისთვის,რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მოხდება.წიგნი-მარტოობის წამალია და ამაზე დავაც კი არ არის საჭირო.ამ საოცარი სიბრძნის ქმნილების შესაძლებლობები უსაზღვროა. ჩვენ,როდესაც ვკითხულობ,ვხვდებიუთ უფრო გულღიები,მეგობრულები და კარგი მოსაუბ რეები. ამასთანავე ვძლიერდებით შინაგანად,ვამდიდრებთ ჩვენს შემოქმედებით აზროვნებასა და წარმოსახვის უნარს. კარგი წიგნის კითხვის პროცესში,ჩვენ ვმოგზაურობთ საოცარ სამყარში და დასასრულის ჟამს უკან ვბრუნდებით უდიდესი შთაბეჭდილებით,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს მეხსიერებაში საპატიო ადგილს დაიკავებს. თამამდ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ღირსეული მკითხველი არასდროს დარჩება მარტო.ის მუდამ ბედნიერე იქნები და იამაყებს იმით,რომ მან მისი ცხოვრების დიდი ნაწილის წიგნების კითხვას დაუთმო. ჯორდანო ბრუნომ თქვა: "ყოველი კარგი წიგნი თვალ წინ გვიშლის ახალ სამყაროს." და ეს მართლაც ასეა...       ...