წიგნის ძალა

    წიგნი ესაა ცოდნის საუნჯე,რომელსაც ადამიანზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.ის გვეხმარება რთული მომენტების გადატანაში,გვასწავლის და გვამზადებს იმ მოვლენებისთვის,რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მოხდება.წიგნი-მარტოობის წამალია და ამაზე დავაც კი არ არის საჭირო.ამ საოცარი სიბრძნის ქმნილების შესაძლებლობები უსაზღვროა.
ჩვენ,როდესაც ვკითხულობ,ვხვდებიუთ უფრო გულღიები,მეგობრულები და კარგი მოსაუბრეები. ამასთანავე ვძლიერდებით შინაგანად,ვამდიდრებთ ჩვენს შემოქმედებით აზროვნებასა და წარმოსახვის უნარს.
კარგი წიგნის კითხვის პროცესში,ჩვენ ვმოგზაურობთ საოცარ სამყარში და დასასრულის ჟამს უკან ვბრუნდებით უდიდესი შთაბეჭდილებით,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს მეხსიერებაში საპატიო ადგილს დაიკავებს.
თამამდ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ღირსეული მკითხველი არასდროს დარჩება მარტო.ის მუდამ ბედნიერე იქნები და იამაყებს იმით,რომ მან მისი ცხოვრების დიდი ნაწილის წიგნების კითხვას დაუთმო.
ჯორდანო ბრუნომ თქვა:
"ყოველი კარგი წიგნი თვალ წინ გვიშლის ახალ სამყაროს." და ეს მართლაც ასეა...


                        

Comments

Popular posts from this blog

ამონარიდები დიადი წიგნებიდან

უილიამ შექსპირის პირველი სონეტი