ამონარიდები დიადი წიგნებიდან

მე შემოგთავაზებთ რამდენიმე საკმაოდ კარგ ამონარიდს დიადი წიგნებიდან,რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს წიგნიერების ისტორიაში...


1)მიხაილ ბულგაკოვი-ოსტატი და მარგარიტა

"თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს

2)ონერო დე ბალზაკი-შაგრენის ტყავი

“როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება.”

3)ოსკარ უაილდი-დორიან გრეის პორტრეტი

"ჩვეულებრივი ადამიანები იცდიან, სანამ ცხოვრება თავის იდუმალებას თვით გადაშლის მათ წინაშე, მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ რჩეულთ აქვთ ბედნიერება, ეზიარონ მის საიდუმლოს ადრევე, ვიდრე თვით გადაიხსნის თვალშეუღწევეელ პირბადეს.ჟამთა ვითარებასი ამას, რა თქმა უნდა, ხელს უმართავს ხელოვნება.უმთავრესად კი ლიტერატურა, რომელიც თვალისუსწრაფესად მოქმედებს როგორც გრძნობებზე, ასევე გონებაზე" 

4)ერიხ მარია რემარკი-ტრიუმფლაური თაღი

"ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც"

5)ჯორჯ ორუელი-1984

"თავისუფლება არის უფლება,უთხრა ადამიანებს ის,რისი მოსმენაც არ სურთ"




Comments

Popular posts from this blog

წიგნის ძალა

უილიამ შექსპირის პირველი სონეტი